вторник, 3 мая 2011 г.

ლონდონის ღირსშესანიშნაობანი


1. პროექტის მთავარი იდეა:  ლონდონის ღირსშესანიშნაობანი
2. პროექტის მოკლე აღწერა:  ბუკინგემის სასახლე, უესტმინსტერის სააბატო, ბიგ ბენი, ლონდონის ტაუერი - ეს ის ადგილებია რომლებიც უამრავ ტურისტს იზიდავს. ჩვენ გვსურს მათი ისტორიები და ფოტოები შევკრიბოთ და წარვუდგინოთ საზოგადოებას, ასევე პარალელი გავავლოთ თბილისის ღირსშესანიშნაობებთან.
3. პროექტის სრული აღწერა: 
4. პროექტის მნიშვნელობა/აქტუალობა:  ეს პროექტი აქტუალური იქნება იმ მოსწავლეებისთვის რომლებიც ინგლისურ ენას სწავლობენ რადგან მნიშვნელოვანია იცნობდნენ იმ ქვეყნის ისტორიას თუ ისტორიული ძეგლებს რომლის ენასაც სწავლობენ. ვფიქრობ ასევე საინტერესო იქნება ნებისმიერი მოსწავლისთვის. პროექტი მოსწავლეებს მიაწვდის ინფორმაციას ლონდონის ღირსშესანიშნაობებზე, მოსწავლეები კი პროექტზე მუშაობისას დაეუფლებიან ინტერნეტში მასალების მოძიებას,პროექტის შექმნას, ინტერნეტში ატვირთვას ინფორმაციისა და მასალებისა.
5. პროექტის მიზნები და შედეგები:  ამ პროექტის მთავარი მიზნებია ინფორმაციის მოპოვება სხვადასხვა წყაროებიდან და მისი გავრცელება სხვადასხვა გზებით (ბლოგსა და სასკოლო გაზეთში გამოქვეყნება),ასევე მოსწავლეები დაეუფლებიან კომპიუტერის გამოყენებას და ინტერნეტში მუშაობას,ურთიერთთანამშრომლობასა და გამოიმუშავებენ  კომუნიკაბელურობას. მოსწავლეთა მუშაობის შედეგი ნაჩვენები იქნება სკოლის ვებ გვერდზე ასევე ისინი წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევრის შედეგს პლაკატის სახითაც სკოლაში.
6. წინასწარი ცოდნა:  ამ პროექტის შესაქმნელად მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ კომპიუტერის გამოყენება და ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიება ინტერნეტში
7. სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები:  ლიტერატურა, კომპიუტერი
8. სასწავლო პროექტის მსვლელობა: მოსწავლეები გაეცნობიან პროექტის მთავარ თემას მასწავლებელთან ერთად. დასვამენ კითხვებს, გაიყოფიან ჯგუფებად და აიყოფენ სამუშაოს. კერძოდ ჟგუფები შეარჩევენ მათთვის სასურველ ღირსშესანიშნავ ადგილებს და შეუდგებიან უშაობას. დროდადრო  ისინი ერთმანეთს წარუდგენენ თავიანთ ნამუშევრებს მასწავლებლის თანდასწრებით და გაიმართება დისკუსიები. ნაჩვენები იქნება სლაიდ შოუები მოხდება ასევე ჯგუფების შეფასება პროექტზე მუშაობისას და ასევე პროექტის დასრულების შემდეგ.
9. მონაწილეთა ასაკი: 15 წელი
10. ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე
11. პროექტის ხელმძღვანელის სახელი:   მირანდა ვერულიძე
12. ელ-ფოსტა: mverulidze83@gmail.com